თსუ მედიცინის ფაკულტეტის, აკად. ფ. თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების, საბაზისო მედიცინის დეპარტამენტისა და სამედიცინო ცენტრ „მედიქლაბჯორჯია“-ს ორგანიზებით გაიმართება პირველი დახმარების ტრენინგი. ტრენინგი მოიცავს ორ სესიას:
- აბიტურიენტებისთვის - 27 ივნისი, 11:00 სთ;
- სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის (მედიცინის ფაკულტეტის გარდა) - 4 ივლისი, 11:00 სთ.
თითო სესიის ხანგრძლივობა 4-5 საათი.
ტრენინგი ჩატარდება კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების სრული დაცვით. დამსწრეთა რაოდენობა მკაცრად შეზღუდულია - თითო სესიაზე დაშვებულია მხოლოდ 10 მონაწილე. ტრენინგში მონაწილე პირებს გადაეცემათ სერტიფიკატები. ტრენინგი უფასოა.
ტრენინგს უძღვება: ნინო აგლაძე - მედიცინის დოქტორი, მედიქლაბჯორჯიას სასწავლო რესურს ცენტრის LRC ინსტრუქტორი/ტრენერი.
ნინო აგლაძე არის, ასევე:
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, კლინიკური და კვლევითი უნარ-ჩვევების კათედრა;
- ამერიკის გულის ასოციაციის ტრენერი;
- ამერიკის ქირურგთა კოლეგიის ტრენერი.
ტრენინგი მიზნად ისახავს აბიტურიენტებსა და სტუდენტებში პირველი დახმარების შესახებ ცნობიერების ამაღლებას; ექსტრემალურ სიტუაციაში სწორ და სწრაფ რეაგირებას; ადეკვატური პირველი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას დაზარალებულისთვის. ასევე, აბიტურიენტებში ინტერესის გაღვივებას თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის შესახებ.
ტრენინგი მოიცავს პირველი დახმარების ძირითად საკითხებს:
- პირველი დახმარების საფუძვლები
- დაზარალებულის შეფასება შემთხვევის ადგილზე
- უსაფრთხო მდებარეობა
- გულ-ფილტვის რეანიმაცია
- პირველი დახმარება სასუნთქი გზების დახშობის დროს
- სისხლდენები და მათი შეჩერების მეთოდები
- კიდურების ტრავმული დაზიანებები, იმობილიზაციის მეთოდები
- პირველი დახმარება დამწვრობის დროს
- სამედიცინო გადაუდებელი მდგომარეობები (გულის წასვლა, ინსულტი, გულის შეტევა, კრუნჩხვა, დიაბეტი და ანაფილაქსია)
გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია გვერდზე - ლინკი
ეწვიეთ საზოგადოების გვერდზე განთავსებულ პოსტს
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ:
- E-mail: ssstsumd@tsu.ge
- ტელ: 571 11 10 14 (გვანცა გამცემლიძე), 558 53 73 80 (პინილოპა სავიდი).